Tuesday, April 10, 2012

სურათები









სასწავლი პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:    სარწმუნოებას საზღვრები არ აქვს;

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
 არაბების მიერ დაპყრობილ ქართლში  არაბი ჭაბუკის გამოჩენა,  ჭეშმარიტი ნათელის მიღება,   მისთვის სიკვდილი და ამ თავდადებით ერის გამოღვიძება;


3. პროექტის აქტუალობა:  ნაწარმოებში  ( იოანე საბანისძე  ,,აბოს წამება'') ვხვდებით ერთ აქტუალურ თემას:
     დამპყრობელი ერის წარმომადგენელი თავს დებს დაპყრობილი ერის სარწმუნოებისათვის,   რის  გამოც  ბავშვებში იბადება აზრთა სხვადასხვაობა, ეს საკითხი  ეხება როგორც ცხოვრებისეულ პრობლემებს   (აბომ სარწმუნოება  არ გაცვალა პატივსა და დიდებაზე ), ასევე ღირებულებებს ,  მან ხომ ამით თავის  ხალხსაც  ,, უღალატა'', მარადიული,   ჰუმანური,  წარუვალი დაუპირისპირდა ფუჭსა და ამაოს.

პროექტის  განხორციელება  ხელს  შეუწყობს  ნასწავლი  მასალის  უკეთ  გააზრებასა  და გაღრმავებაში.

4. პროექტის მიზნები:
 მოსწავლეებმა შეისწავლონ:  მოცემული  ლიტერატურული  ნაწარმოები  ზედმიწევნით კარგად  ( ყველა არქაული სიტყვის მნიშვნელობის გააზრებით),    მე–8 საუკუნის ქართლის  სოციალურ–პოლიტიკური  მდგომარეობა , ეკლესიის  ისტორია  მოცემულ ეპოქაში,  დაათვალიერონ  ქალაქის ის ისტორიული უბნები,  სადაც განვითარდა ნაწარმოებში  აღწერილი  მოქმედება.
განუვითარდეთ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოების  წაკითხვისა და უკეთ გააზრების უნარები,  დამატებითი რესურსის დახმარებით კვლევა–ძიების უნარები.

5. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი;


6. ვადები, ხანგრძლივობა: 3 კვირა;


7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  მოხდება  ნაწარმოების  მეტი  ინტერესით  შესწავლა,  (რაც ცოტა საძნელოა მათი  ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე),   ტოლერანტობისა და რელიგიური გრძნობების გაღვივება ,  ქალაქის,   ქვეყნის,   ეკლესიის  ისტორიის   შესწავლა;


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

 სახელმძღვანელოები:   (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია მეათე  კლასი; ვახტანგ როდონაიას რედაქტორობით;
მ. ლორთქიფანიძე, ნ, ასათიანი ,, საქართველოს ისტორია'' 1-ლი  ტ.
ვ. ჭელიძე ,, ქართლის ცხოვრების ქრონიკები''  მე-2 ტ.
ზ. აბაშიძე   ,, ეკლესიის ისტორია'',
,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია''- საპატრიარქოს გამოცემა.)
მიკრო ავტობუსი,   ფოტო აპარატი ;

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
1- ლი აქტივობა:
ნაწარმოების შესწავლა     ( ნაკლებადცნობილი  სიტყვების   გააზრება,   არქაული გრამატიკული  ფორმებისა  და  კონსტრუქციების  განხილვა ,  საკვანძო საკითხების გაშლა–დამუშავება,  ლიტერატურული ჟანრის მიმოხილვა,   ინტეგრირება  საქართველოს ისტორიასთან).

 მე–2 აქტივობა:

კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად:

 1–ლ   ჯგუფს დაევალოს:       მე-7–8 სს.      საქართველოს ისტორიის შესწავლა ;

მე–2   ჯგუფს დაევალოს:      ეკლესიის  ისტორიის შესწავლა მოცემულ ეპოქაში;

მე–3    ჯგუფს დაევალოს:    ფოტო აპარატის საშუალებით  დოკუმენტური მასალის მოგროვება;


მე–3  აქტივობა:

 პირველმა  ჯგუფმა  დაამუშავოს  მოცემული  საკითხი  ისტორიის  სახელმძღვანელოზე დაყრდნობით  და  მოამზადოს  პრეზენტაცია  თემაზე:   ,,შიშითა  განილევიან,   ვითარცა  ლერწამნი  ქართაგან  ძლიერთა.''

მე–4 აქტივობა:

მეორე ჯგუფმა  შეისწავლოს   ეკლესიის ისტორია და მოამზადოს პრეზენტაცია თემაზე:
,, ქრისტეს მორწმუნენი ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა'',

მე 5 აქტივობა:

 ექსკურსია ძველი თბილისის უბნებში და მესამე ჯგუფის მიერ დოკუმენტური მასალის გადაღება;

მე–6 აქტივობა:

დამუშავებული  მასალის  პრეზენტირება  გაკვეთილზე  სლაიდ  შოუს  გამოყენებით;
მოვახდენ მოსწავლეების შეფასებას წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.



კრიტერიუმი
მინიმუმალური
(4–6 ქულა)
საშუალო
(7–8 ქულა)
მაქსიმუმალური
(9–10 ქულა)
ნაწარმოების წაკითხვა და გააზრება
სრულყოფილად ვერ კითხულობს ნაწარმოებს, უძნელდება ძველი ქართული ენით დაწერილი ტექსტის გააზრება
კითხულობს, მაგრამ ვერ წვდება ყველა ნაკლებადცნობილი სიტყვის მნიშვნელობას, ვერ ახერხებს ნაწარმოების სრულყოფილად გააზრებას
თავიდან ბოლომდე კითხულობს ნაწარმოებს,ხსნის ყველა არქაული სიტყვის მნიშვნელობას,პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც ტექსტის უკეთ გასააზრებლადაა მოცემული
არქაული ლექსიკის დამუშავება
მხოლოდ მცირედს ამუშავებს, არ გააჩნია ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევა
აკლია სრულყოფილება, აქვს ხარვეზები
იწერს ყველა სიტყვას, დამხმარე ლექსიკონზე დაყრდნობით ქმნის მოცემული ნაწარმოებისთვის ლექსიკონს
არქაული გრამატიკული ფორმების მოძიება და განხილვა
(ინტეგრირება გრამატიკასთან)
ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ძველსა და ახალს, საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
პოულობს, იწერს, აკვირდებაამჩნევს  მხოლოდ გარეგნულ განსხვავებას  (ბგერითი შედგენილობა), მაგრამ არ შეუძლია ამ მოვლენის ახსნა
კრებს ნაწარმოებიდან (მითითებული მონაკვეთიდან) ყველა არქაულ გრამატიკულ ფორმას, უპირისპირებს მას თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმით მიჩნეულ ფორმას, აკეთებს დასკვნას, საუბრობს ფონეტიკურ თუ მორფოლოგიურ ცვლილებაზე
ნაწარმოებიდან ისტორიული ვითარების გამოკვეთა
(ინტეგრირება ისტორიასთან)
უჭირს ისტორიული სინამდვილისა და ავტორის ფანტაზიის ნაყოფის ერთმანეთისგან გამიჯვნა
შეუძლია ისტორიული ვითარების გამოკვეთა,მაგრამ არა სრულყოფილად,
უჭირს ეპოქის გააზრება
იცნობს:ისტორიულ კუთხეებს, ისტორიულ პერსონაჟებს, ახასიათებს მათ. მე-8 -ის საქართველოს ისტორიას, აშუქებს ნაწარმოებზე დაყრდნობით
ჰაგიოგრაფიული ჟანრის თავისებურებათა წვდომა
ჟანრის თავისებურებების გააზრება არ შეუძლია
მისთვის ახალ ჟანრს- ჰაგიოგრაფიას ხსნის მოცემული ნაწარმოების მაგალითით, ვერ ხსნის სახარებისეულ სახე-სიმბოლოებს
იაზრებს ჰაგიოგრაფიული ჟანრის მთავარ მახასიათებელსპოულობს სახარებისეულ სახე-სიმბოლოს, აკეთებს პარალელს
,, შუშანიკის წამებასთან’’.
საპრეზენტაციო თემის დამუშავება  დამხმარე მასალაზე დაყრდნობით
ვერ ამუშავებს ახალ მასალას, არ აქვს წიგნზე მუშაობის უნარ-ჩვევა
კითხულობს დამხმარე ლიტერატურას, ამუშავებს, მაგრამ აკლია თემასთან ინტეგრირება
იყენებს ყველა დამხმარე რესურსს, ამუშავებს სრულყოფილად თემას, ორგანულად აკავშირებს მოძიებულ საკითხებს ნაწარმოებთან
გაკვეთილის თემის შესაბამისი დოკუმენტური მასალის გადაღება
ვერ ახერხებს დავალების განხორციელებას
იღებს ძვ. თბილისის უბნებს, მასალა უხვადაა, უჭირს გამიჯვნა საჭირო და არა საჭირო მასალისა
სრულყოფილად და ამომწურავადა აქვს
გადაღბული ყველა ის ფოტო, რომელიც ასახავს საქართველოს იმჟამინდელ ვითარებას, დალაგებული აქვს ქრონოლოგიურად ნაწარმოების შესაბამისად
პრეზენტაცია

პრეზენტაცია არ აქვს მომზადებული, შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერი კომენტარით
პრეზენტაციას წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე, მაგრამ საკითხის სპეციფიკა არაა გამოკვეთილი
სრულყოფილია, არ უჭირს აუდიტორიის წინაშე მისი წარმოდგენა,საკითი საკმაოდ ნათლად და საინტერესოდაა დამუშავებული




 10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორისთან,   კულტურის ისტორიასთან და საქართველოს ეკლესიის ისტორიასთან კავშირი;

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
 ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
 ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.



11. პროექტის ხელმძღვანელი, (მასწავლებელი): ნაია მინდიაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: naiamindiahvili@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: naiamindiahvili.blogspot.com